Thursday 9 June 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღეს დაემთხვა სკოლაში მიმდინარე  საგამოცდო მზადებას, არ გვქონდა ინდივიდუალურად ინტერნეტთან წვდომა,რის გამოც განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია მუშაობა.ტრენერნმა კიდევ ერთხელ შეამოწმა ჩვენი პორტფოლიოები ინდივიდუალურად , მოგვცა რეკომენდაციები ,შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ გავმართეთ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია,რომელიც საკმაოდ საინტერესო იყო,კოლეგებთან ერთად გავმართეთ დისკუსია,მივიღეთ მათგან უკუკავშირი.,პრეზენტატორებს დავუსვით თემასთან დაკავშირებული კითხვები,ასე საინტერესოდ დასრულდა.დასრულდა ჩვენი ტრენინგის 9 დღიანი საქმიანი გარემო,რომელიც საკმაოდ შრომატევადი და ხალისიანი იყო : )

Monday 6 June 2016

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.ტრენინგი დავიწყეთ საშინაო დავალებების განხილვით. ჩვენი გვერდი გადავაკეთეთ საიტად ,ვისწავლეთ გვერდეების დამატება ბლოგზე.მივიღეთ რეკომენდაციები როგორ  გავწეროთ პროექტის გეგმის მიმდინარეობა..მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები და გავასაჯაროვეთ google drive ში განთავსებული ინფორმაცია..ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე.მივიღეთ რთული და საპასუხისმგებლო დავალება.სასწავლო გეგმის შაბლონის შევსება ასევე ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოს სრულყოფა.გმადლობთ   :)

Sunday 29 May 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე საინტერესო იყო,გავიხსენეთ google drive ში მუშაობა .ვისწავლეთ ელექტრონული საქაღალდის შექმნა,მოსწავლის ნაშრომი გადავიტანეთ google drive ში.სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში გადავიტანეთ ინფორმაციები. მივიღეთ საშინაო დავალება .ჩვენი ტრენინგები დასარულისკენ მიდის .მართალია ვიღლებით მაგრამ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოაა....:):)

Saturday 28 May 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ დატვირთული იყო,განვიხილეთ საშინაო დავალება ,მოსწავლის სავარაუდი ნაშრომი რომელიც წარმოვადგინეთ პრეზენტაციის სახით,მივიღეთ  მითითებები.გავიხსენეთ power point ში მუშაობა. როგორ გამოვიყენოთ დიაგრამები ვისწავლეთ საავტორო უფლებების დოკუმენტზე მუშაობა.მივიღეთ საშინაო დავალება.დავასრულოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი  გმადლობთ :_  :)   p.s დღეს რატომღაც ცოტა დავიღალე......... :) :)

Saturday 14 May 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთთხე დღე  როგორც ყოველთვის საინტერესი აღმოჩნდა გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს, ,. ვიმუშავეთ ჩვენ თემასთან დაკავშირებით დასმულ საკვანძო კითხვებზე.მოვისმინეთ უკუკავშირები კოლეგებისგან და თრენერისგან.მივიღეთ საშინაო დავალება.მიუხედავად დაღლისა ტრენინგი მაინც ხალისიანი იყოო....მადლობა ტრენერს  :)   :)

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები


  1. ზოგადი კითხვა:   რატომ უნდა ვიცნობდეთ საკუთარი და უცხო ქვეყნის ტრადიციებს? 
  2. თემატური  კითხვა :  როგორ შეუძლია ტრადიციულ ტანსაცმელს დაგვეხმაროს წარსულის ინტერპრეტაციაში?რა ვიცით ქართულ და შოტლანდიურ ტრადიციულ ტანსაცმელზე?
  3. შინაარსობრივი კითხვები:   რა ლექსიკური მასალაა საჭირო ტრადიციული ტანსაცმლის ასაღწერად?  რა დონის გრამატიკული მასალის ცოდნაა საჭირო ინგლისურ ენაზე მოპოვებული ინფომაციის სათარგმნად?

Thursday 12 May 2016

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე უფრო საინტერესი აღმოჩნდა.განვიხილეთ საშინაო დავალება.მივიღეთ უკუკავშირები კოლეგებისგან,დავიწყეთ შაბლონის შევსება ,გადმოვიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან შესაბამისი სტანდარტები.განვიხილეთ პროექტის მიზნები. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება კოლეგების ბლოგებზე. მივიღეთ საშინაო დავალება კომენტარის დატოვება კოლეგის ბლოგზე.....ტრენინგის დასაწყისში ძალიან ვნერვიულობდი მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ  მუშაობის პროცესი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ღმოჩნდა....მადლობა ტრენერს...:) :)  :)